კომპანია „სენს სელექშენი“ დაფუძნებულია 2009 წელს და ძირითადი საქმიანობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სფეროში სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელება.

კომპანიის მიზანია წვლილი შეიტანოს  სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაში,  დაეხმაროს ფერმერებს მათი პროდუქციის რეალიზაციაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში.

კომპანიამ თავდაპირველად დაიწყო საქმიანობა ექსპერიმენტული წარმოებით , რომლის ფარგლებშიც გამოიყვანა სალათის ფოთლის მრავლნაირის სახეობები გარე პირობებში, ხოლო წარმატებული ექსპერიმენტის შედეგად კომპანიამ განახორციელა 4,500 კვ.მ. ფართზე სათბურების მშენებლობა და დღემდე აქტიურად მუშაობს ახალი სახეობების წარმოებასა და დანერგვაზე საქართველოს ბაზარზე.  

კომპანიის დამფუძნებლები არიან 2 ახალგაზრდა ბიჭი, რომელთა ერთიანი ძალისხმევით განხორციელდა სათბურების მშენებლობა, ძლიერი გუნდის შეკრება და წარმატებული კომპანიის ჩამოყალიბება.

2010 წელს კომპანია დაჯილდოვდა როგორც ყველაზე „ინოვაციური პროდუქციის მწარმოებელი კომპანია“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, აგრეთვე კომპანიის პარტნიორი დაჯილდოვდა „წლის ახალგაზრდა ბიზნესმენად“ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მიერ;

2011 წელს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით კომპანიამ იჯარის წესით მიიღო აჭარაში 7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც დაწყებულია ახალ პროექტებზე მუშაობა, სულ მალე კომპანია უფრო ფართო მასებს შესთავაზებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და გაფართოებულ ასორტიმენტს.

კომპანიას გააჩნია საკუთარი სადისტრიბუციო კომპანია “სენს დისტრიბუშენი”, რომელიც უშუალოდ ჩართულია პროდუქციის მარკეტინგში, დისტრიბუციასა და მომსახურების ხარისხის ამაღლებაში.ჩვენ გთავაზობთ მრავალი სახეობის პროდუქტებსა და მომსახურებას, პარტნიორობას, რეალიზაციაში მხარდაჭერას, კონსულტაციებს და განსაკუთრებით დამწყები ფერმერების მხარდაჭერას.

test

Skip to toolbar