კომპანია „სენს სელექშენი“ დაფუძნებულია 2008 წელს და ძირითადი საქმიანობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სფეროში სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელებას.
კომპანიის მიზანია განავითაროს სოფლის მეურნეობის სფერო საქართველოში, აღჭურვოს ფერმერები თანამედროვე ტექნოლოგიებით, ცოდნით და რესურსებით რათა საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყოს მაღალხარისხიანი და კონკურენტული როგორც შიდა ბაზრებზე, ასევე საერთაშორისო დონეზე.
კომპანია აგრეთვე აწარმოებს ახალი ტიპის პროდუქციის ჯიშებს, რისი დანერგვაც შესაძლებელია საქართველოს ბაზარზე, რაც უფრო კონკურენტუნარს და ინოვატორულს გახდის თქვენს საქმიანობას, რაც მთავარია მაღალშემოსავლიანს.
კომპანიას გააჩნი რამოდენიმე განხრა: სათბურებში ბოსტნეულის წარმოება, ყველაზე იშვიათი და ეგზოტიკური ბოსტნეულის, ხილის და სხვა მცენარეების თესლების რეალიზაცია, სხვადასხვა სახეობის სასოფლო-სამეურნეო დანადგარების იმპორტი, ფერმერებთან თანამშრომლობა და მათი ბიზნესის განვითარება.
კომპანიას მართვას დამფუძნებელთა კრება, ხოლო 2013 წლიდან დაგეგმილია სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბება და ნაწილი აქციების გადაცემა წარმატებულად მომუშავე თანამშრომლებზე.
ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომერციულ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც გვეხმარება ჩვენი კლიენტებისათვის ხარისხიანი მომსახურების გაწევაში და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში.